თვითმომსახურების ტერმინალით სარგებლობის პირობები
Posted by , Last modified by on 23 April 2015 11:56 PM
|
|
- USA2GEORGIA -ს თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით; - ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ასევე ელ-ფოსტის საშუალებით; - მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი USA2GEORGIA-ს ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება. - ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე; - ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს. - თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს USA2GEORGIA-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი. - ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან; - თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს USA2GEORGIA-ს ყველა ოფისში და ფილიალში; - მომსახურება აქტიურია ყველა აქტიური მომხმარებლისათვის. - ტერმინალით ამანათის მისაღებად საჭიროა მასზე 10 ციფრიანი კოდის აკრეფვა, რომელიც მომხმარებელს რეისის ჩამოფრენის შემდეგ ეგზავნება; - ტერმინალში ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა; - მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი. - მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში USA2GEORGIA არ არის პასუხისმგებელი; - ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს. - განსაბაჟებელი ამანათის მიღება ტერმინალის საშუალებით არ ხდება; | |
|