აიპოდს ფეხსაცმელში ვერ ჩამიდებთ?
Posted by Admin, Last modified by usa2georgia usa2georgia on 09 May 2020 05:23 PM

იგულისხმებოდა, რომ მუსიკალური MP3 ფლეიერი "აიპოდი" გაგვეხსნა, ასევე ფეხსაცმელი ამოგვეღო სხვა მეორე ამანათიდან და ფლეიერი შიგ ჩაგვედო – სავარაუდოთ მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით.

ჩვენთვის უცნობია თუ რა გამოცდილება აქვს კლიენტს სხვა საფოსტო კომპანიებთან წარსულში, თუმცა ერთი ფაქტია – უამრავი მომხმარებელი მოდის და კითხულობს ისეთ რამეს, რაც მართლაც წარმოუდგენელი და არასწორია.

1. ჩვენ არ ვხსნით პროდუქციის ყუთებს. არ ვეხებით პროდუქციას.
2. ჩვენ არ ვაჯგუფებთ რამოდენიმე ამანათს ერთად.
3. ჩვენს მიერ გამოგზავნილი ყველა ამანათი დაზღვეულია ამანათის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.


Comments (0)