Knowledgebase: ხშირად დასმული კითხვები > საკურიერო სერვისი
როგორ მუშაობს რეგიონალური საკურიერო მომსახურება
Posted by U2G-SH, Last modified by on 07 January 2011 01:04 PM
|
|
რეგიონალური საკურიერო მომსახურება მოქმედებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და სოფელში. საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო დღეების განმავლობაში.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ რეგიონალური საკურიერო სერვისით, ჩამოსული ამანათების განყოფილებიდან გააკეთეთ მოთხოვნა - "გამომიგზავნე ამანათები" ღილაკზე დაჭერით. შესაბამისად ამანათები გაიგზავნება იმ ქალაქში, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში. გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი მისამართი ღილაკზე დაჭერამდე. 15:00 - მდე მოთხოვნილი ამანათების მიღება შეგიძლიათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო 15:00 -ის შემდეგ - მესამე სამუშაო დღეს. შეგახსენებთ, რომ 15კგ-მდე ამანათების ტრანსპორტირება ნებისმიერ რეგიონში შეადგენს 10 ლარს, ამანათების რაოდენობის მიუხედავად. ყოველი მომდევნო 15კგ-ის ტრანსპორტირება ასევე დამატებით შეადგენს 10 ლარს. ამანათების მოთხოვნამდე საჭიროა გადასახდელი ინვოისების გადახდა და ანგარიშზე რეგიონალური საკურიერო ღირებულების ჩარიცხვა ბალანსზე. | |
|
Comments (0)