რა სახის პროდუქციის გამოგზავნა შემიძლია USA2GEORGIA-ს მეშვეობით?
Posted by Admin, Last modified by usa2georgia usa2georgia on 12 May 2019 09:50 AM
|
|
ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა • ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები და აქსესუარები; • ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...;
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა; ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში: ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არასრულია და USA2GEORGIA, როგორც ექსპედიტორი კომპანია, უფლებამოსილია არ გამოგზავნოს საქართველოში ესა თუ ის პროდუქცია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ამერიკის საბაჟო კანონმდებლობა და საჰაერო გზით გამოგზავნადი პროდუქციის ნუსხა ასეულ გვერდს შეადგენს, გააჩნია ასევე უამრავი გამონაკლისები და ნიუანსები, რომელიც კონკრეტული შემთხვევების დროს სათითაოდ განიხილება. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია სტანდარტული სიის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე. კომპანია USA2GEORGIA არ იღებს პასუხისმგებლობას შეზღუდული პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე და ამერიკაში მსგავსი ტიპის პროდუქციის მიღებისას მომხმარებლის ანგარიში დაუყოვნებლივ დაიბლოკება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მიუხედავად, საბაჟოს აქვს უფლება შეაჩეროს ამანათის შემოტანა და მოითხოვოს დამატებითი განმარტებები მიმღებისგან: მაგ. ორიგინალი ინვოისი დაბალი ფასის დადასტურებისთვის ან რაიმე სახის სპეციალური ნებართვა პროდუქციის შემოტანისთვის (მაგ.: ფიტო, ფორმა 100 და ა.შ.). ყოველთვის მისწერეთ მაღაზიას წინასწარ, რომ ამანათში ჩადონ ორიგინალი ინვოისი ფასებით, ასევე შეავსეთ პროდუქციის დასახელება და ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე. თუ თქვენ მაინც გამოგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდულ პროდუქციას, სამწუხაროდ ჩვენ საბაჟო აკრძალვების შესახებ პროცედურებს ვერ ვაკონტროლებთ და პროდუქციის კონფისკაციაზეც ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები. გთხოვთ ასევე იხილოთ სტატიები: v v | |
|