Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > სხვადასხვა

დიახ, თბილისის ტერიტორიაზე ამანათების მიტანა უფასოა და როგორც წესი ყოველ რეისზე ინიშნება საკურიერო მომსახურების დღე. კურიერი მისამართზე მოსვლამდე რამდენიმეჯერ დაგირეკავთ. შესაბამისად თუ აღნიშნულ მისამართზე არავინ არ იქნება კურიერი ამანათს დააბრუნებს ჩვენს ოფისში. ამანათის გატანა კი შეგეძლებათ ჩვენი ოფისიდან, იხ. მისამართი კონტაქტების განყოფილებაში.

ამანათის მისაღებად საჭიროა: მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობა და გადახდის ქვითარი.

სამწუხაროდ, საქართველოდან ამერიკაში ამანათის გაგზავნის სერვისი არ გვაქვს
თუ თქვენ გსურთ ამანათის ამერიკის მისამართიდან მაღაზიაში დაბრუნება, არის 2 ვარიანტი:
1. მაღაზიას სთხოვოთ გამოაგზავნოს დაბრუნების ლეიბლი, ე.წ. RMA და გადმოგვიგზავნოთ ჩვენ. ლეიბლს მივაკრავთ თქვენს ამანათს და გავაგზავნით საფოსტო კომპანიის საშუალებით მაღაზიაში (ბუნებრივია ასეთი ამანათის შესახებ წინასწარ უნდა გვაცნობოთ, სანამ ამანათი შემოვა საწყობში, რომ ის უკვე ყუთებში არ იყოს გამზადებული გამოსაგზავნად. შეგახსენებთ, რომ ამანათები იგზავნება ყოველ დღე)
2. შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე, მაგ.: UPS.com და მოითხოვოთ ამანათის გადაგზავნის სერვისი, გადაიხადოთ თანხა და მიუთითოთ რომ ამანათი არის 8 McCullough dr-ზე, ანუ თქვენს მისამართზე ამერიკაში. UPS-ზე თანხის გადახდის და შეკვეთის გაფორმების შემდეგ მიიღებთ ლეიბლის ამობეჭდვის ან შენახვის საშუალებას.

მიღებული ლეიბლის სურათი გადმოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე, ჩვენ მივაკრავთ მას თქვენს ამანათს და ჩავაბარებთ ამანათს UPS-ს. შესაბამისად ისინი უზრუნველყოფენ თქვენი ამანათის გადაგზავნას მაღაზიაში.

რა თქმა უნდა. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის ფორმაში შეავსოთ ორგანიზაციის რეკვიზიტები და ჩვეულებრივ დარეგისტრირდეთ.

ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა
• სუნამო (იგზავნება გადაფუთვის გარეშე, ორიგინალი საფოსტო ყუთით);
• საბურავები;
• საკვები დანამატები სპორტსმენებისათვის (30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ჯამში 500 ლარამდე. ამანათში არ უნდა იდოს სხვა სახის პროდუქცია);
• ვიტამინები და მედიკამენტები 10 კოლოფამდე;
• კრემი, პარფუმერული პროდუქცია რომელიც აალებადი არ არის;
• მცენარეები და მცენარის თესლები * (იხილეთ ფიტოსანიტარული ნორმები);
• საკონდიტრო ნაწარმი;

აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა

• ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები და აქსესუარები;
• პნევმატური იარაღი 0.177 (4.5მმ) კალიბრამდე დატუმბული აირის CO ბალონით და მათი აქსესუარები;
• CO ბალონები პნევმატური იარაღისთვის;
• აირსოფტის თოფები - ელექტრო პნევმატური, ნებისმიერი კალიბრის, ასევე მათი აქსესუარები;
• ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები.

• ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...;
• არბალეტი, ისრები, მშვილდი;
• "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება;
• ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.);
• პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
• ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.;
• ტოქსიკური ნივთიერებები;
• ცეცხლსასროლი იარაღები, ოპტიკური სამიზნე;
• თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი;
• ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია;
• ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.;
• რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის;
• ჟურნალები და კატალოგები;
• წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები;
• ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი.

 

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;

ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
    ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
    ბ.ბ) 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი;
    ბ.გ) 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
    ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
    ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
    ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
    ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;
    ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; (9.12.2014 N 670)
 

ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არასრულია და USA2GEORGIA, როგორც ექსპედიტორი კომპანია, უფლებამოსილია არ გამოგზავნოს საქართველოში ესა თუ ის პროდუქცია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ამერიკის საბაჟო კანონმდებლობა და საჰაერო გზით გამოგზავნადი პროდუქციის ნუსხა ასეულ გვერდს შეადგენს, გააჩნია ასევე უამრავი გამონაკლისები და ნიუანსები, რომელიც კონკრეტული შემთხვევების დროს სათითაოდ განიხილება. სწორედ ამის გამო, შეუძლებელია სტანდარტული სიის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე.

კომპანია USA2GEORGIA არ იღებს პასუხისმგებლობას შეზღუდული პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე და ამერიკაში მსგავსი ტიპის პროდუქციის მიღებისას მომხმარებლის ანგარიში დაუყოვნებლივ დაიბლოკება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის მიუხედავად, საბაჟოს აქვს უფლება შეაჩეროს ამანათის შემოტანა და მოითხოვოს დამატებითი განმარტებები მიმღებისგან: მაგ. ორიგინალი ინვოისი დაბალი ფასის დადასტურებისთვის ან რაიმე სახის სპეციალური ნებართვა პროდუქციის შემოტანისთვის (მაგ.: ფიტო, ფორმა 100 და ა.შ.). ყოველთვის მისწერეთ მაღაზიას წინასწარ, რომ ამანათში ჩადონ ორიგინალი ინვოისი ფასებით, ასევე შეავსეთ პროდუქციის დასახელება და ფასები ჩვენს ვებ-გვერდზე.

თუ თქვენ მაინც გამოგზავნით ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდულ პროდუქციას, სამწუხაროდ ჩვენ საბაჟო აკრძალვების შესახებ პროცედურებს ვერ ვაკონტროლებთ და პროდუქციის კონფისკაციაზეც ვერ ვიქნებით პასუხისმგებლები.

გთხოვთ ასევე იხილოთ სტატიები:
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post_18.html
http://blog.usa2georgia.com/2011/07/blog-post.html

v

v

საფოსტო მისამართი რომელსაც ჩვენ მოგანიჭებთ ამერიკაშია. თუმცა თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ნებისმიერ ქვეყანაში – იქნება ეს პირადი გზავნილები, თუ მომწოდებლებისა და მაღაზიების მიერ გამოგზავნილი პროდუქცია, თქვენი მისამართი ამერიკაში ჩვეულებრივ მიიღებს ამ ამანათებს. მაგალითად როდესაც ივაჭრებთ ონლაინ მაღაზიებში, რომლებიც სხვა ქვეყნებშია: კანადა, ლათინური ამერიკის ქვეყნები და თუნდაც ევროპის, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ამერიკული მისამართი.

შეიძლება, თუმცა ჩვენი ფასები საშუალოდ 10 ჯერ იაფია ყველა ცნობილ ექსპრეს ფოსტასთან შედარებით, ხოლო ტრანსპორტირების ვადა იგივეა რაც ჩვენთან. დამატებითი შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ–ფოსტაზე ან ტელეფონზე.

ცხადია შეიძლება, თუმცა გაითვალისწინეთ რომ თითოეული მისამართი კონკრეტულ მიმღებზეა დარეგისტრირებული. ასევე ამანათების გამოგზავნისას სწორედ მას მივუთითებთ მიმღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განბაჟება შესაძლოა დაექვემდებაროს ყველა ის ამანათი რომელიც ერთჯერადი სახის არ არის ან შეიცავს ერთგვაროვან პროდუქციას. ასევე პროდუქციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს და 30კგ–ს.

კანონი არ განმარტავს კონკრეტულად თუ რა სახის ერთგვაროვანი პროდუქცია იგულისხმება ან რა სიხშირით არის დასაშვები ამანათების მიღება ერთსა და იმავე პირზე, ასე რომ, სასურველია ყველა მიმღებს თავის მისამართი და ანგარიში ჰქონდეს ჩვენთან – მითუმეტეს როდესაც ჩვენთან რეგისტრაცია სრულიად უფასოა.

დიახ, ამანათის ინსპექტირება სავალდებულოა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე..

თუ ამანათის სკანირების შედეგად ან ზედდებული ინვოისის/პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით დაფიქსირდა პროდუქტი, რომლის გამოგზავნაც აკრძალულია, ჩვენ შევაჩერებთ ასეთ ამანათს და დაგიკავშირდებით დამატებითი ინსტრუქციით. იხილეთ აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი.

აკრძალული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში როგორც წესი ამანათი უბრუნდება გამომგზავნს, რომელიც უზუნველყოფს თქენთვის თანხის დაბრუნებას. წინასწარ საჭიროა გამომგზავნთან მოლაპარაკებაც.

ინვოისის გამოგზავნიდან 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს ამანათის ღირებულების გადახდა. გვაქვს მრავალი გადახდის მეთოდი, მათ შორის, ჩვენი საიტიდან ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკითაც.
გთხოვთ იხილოთ მომსახურების პირობები. https://www.usa2georgia.com/shipping/agreement.html
გადახდილი ამანათების შენახვა ჩვენს საწყობში პრაქტიკულად უვადოდ შეიძლება, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.