Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > ძირითადი კითხვები

მივიღე ინვოისი თქვენგან და წონა მეტი წერია ვიდრე ეს მოცემულ საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე წერია. რატომ ხდება ეს? როგორ მოვიქცე?

როგორც წესი UPS Ground და სხვა საფოსტო კომპანიები ხშირად სახმელეთო გზით ახორციელებენ გადაზიდვებს. ასეთ შემთხვევებში თრექინგის მონაცემებით ყოველთვის რეალური წონა იწერება. საჰაერო გადაზიდვის დროს კი ამანათის მოცულობითი წონაც უნდა გაითვალისწინოთ.

ამანათის მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000. საბოლოო წონას კი ის განსაზღვრავს რომელიც მეტი იქნება - რეალური თუ მოცულობითი. ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზეც არის ინფორმაცია, ფასების განყოფილებაში.

თუ თქვენ ფიქრობთ რომ ინვოისის წონა მაინც დიდია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფიში და მენეჯერთან ერთად გადაამოწმოთ ამანათის ზომა და წონა. 

აშშ-ისა და საქართველოს საბაჟოზე აუცილებელი პროცედურაა პროდუქციის დეკლარირება (პროდუქციის დასახელების, ფასისა და გამომგზავნის მითითება). ამანათების დეკლარირება მნიშვნელოვანია მათ სწრაფად მისაღებად.


დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე, მისი თრექინგ კოდის დამატებით.
ასევე, რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუნქცია იბლოკება.
დეკლარირება ასევე შესაძლებელია რეისის ჩამოსვლის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში (რეისის ჩამოსვლის დღეც ითვლება), თუმცა ამ შემთხვევაში, დეკლარირების დაგვიანების გამო, ამანათების მიღება 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ. რეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია USA2GEORGIA-ს ბლოგზე.

ამ პირობების უგულებელყოფის და ამანათის დაუდეკლარირებლობის შემთხვევაში, თქვენი ამანათი სახელმწიფო საკუთრებას გადაეცემა.

გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი.
ამანათების მართვის გვერდზე 2 მოსანიშნია: სტანდარტული გადაფუთვა და ფეხსაცმელი პარკით.
 
მონიშვნა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ექაუნთში ამანათის მისვლამდე წინასწარ დაამატებთ თრექინგ კოდს. თუ თრექინგ კოდი არ გაქვთ, სამწუხაროდ, ფეხსაცმლის პარკში გადაფუთვის სერვისი ვერ იმოქმედებს.
 

 სტანდარტული გადაფუთვის სერვისი

  • ყუთით შემოსული ტანსაცმელი და ხელჩანთები იწონება რეალური-ანუ სასწორის წონით.
  • ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით.
  • კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. შემცირებულად ჩაითვლება ყველა ის ამანათი, რომელშიც შესაძლოა ყუთის რომელიმე გვერდზე შიგნიდან დარჩეს 1-2 სმ სიგანის სივრცე.
  • ყუთის შემცირებისას არ ხდება პროდუქციის დაპრესვა, დაწოლა ან დახვევა...
  • ტექნიკა, საათები, სუნამო ან/და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

 ფეხსაცმლის პარკში გადადება

თუ თქვენ გააკეთებთ მონიშვნას ფეხსაცმლის ყუთიდან ამოღების შესახებ, მაშინ ფეხსაცმელები გადალაგდება პარკში და დაითვლება რეალური წონით. ამ სერვისის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ სპორტული კეტების და ნაჭრის ფეხსაცმლის შემთხვევაში, რადგან მათზე მძიმე წონის ზემოქმედებისას ნაკლებია დაზიანების რისკი. 
გადაფუთვის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, იქნება ეს სტანდარტული გადაფუთვა თუ ფეხსაცმლის პარკში გადადება, კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.
 
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის პირობებში ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომელიც ექვემდებარება გადაფუთვას, ხოლო ის პროდუქცია, რომელიც გადაფუთვის პირობებში ნახსენები არ არის - არ იფუთება!
 
გთხოვთ, ასევე იხილოთ, თუ როგორ იანგარიშება ტრანსპორტირების ღირებულება
 
მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიის ადმინისტრაციას გადაამოწმებინოს ამანათის მიღებისას ზომაში შემცირების და გადაფუთვის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი კორექცია ინვოისში. ოფისიდან გასვლის შემდეგ ან რეგიონში საკურიერო სერვისის მიღებისას გადაფუთვის შემოწმება და კორექცია აღარ ხდება.
 
გთხოვთ, ასევე იხილოთ მომსახურების პირობები, პარაგრაფი 3 გადაფუთვის შესახებ.
რადგან თქვენ ამ კითხვით დაინტერესდით, ალბათ, გსურთ ამერიკიდან ან კანადიდან საქართველოში გაგზავნოთ ამანათი.
ამგვარად თქვენ დაზოგავთ ფულს და რაც მთავარია დროს.
პროცედურა ძალზედ მარტივია:
1. მიმღები პირი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს ვებ-გვერდზე (უფასოდ) და ავტომატურად მიიღოს ამერიკული მისამართი.
2. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საფოსტო განყოფილებაში მიიტანოთ ამანათი და გაგზავნოთ სწორედ ამ ამერიკულ მისამართზე.
3. როგორც წესი, ამერიკაში შიდა გადაზიდვას 2-5 სამუშაო დღე სჭირდება (მაგ.: Fedex/UPS Ground). დელავერში ამანათის მისვლიდან მეორე სამუშაო დღეს ამანათი გადაიგზავნება თბილისში ადრესატთან. ტრანსპორტირების ვადა საშუალოდ 1 კვირაა.
იხილეთ კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით შეკითხვებით ნებისმიერ დროს ელ-ფოსტაზე: sales@usa2georgia.com 

- USA2GEORGIA -ს თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით;

- ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ასევე ელ-ფოსტის საშუალებით;

- მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი USA2GEORGIA-ს ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება. 

- ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;

- ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს.

- თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს USA2GEORGIA-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი.

- ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან;

- თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს USA2GEORGIA-ს ყველა ოფისში და ფილიალში;

- მომსახურება აქტიურია ყველა აქტიური მომხმარებლისათვის.

- ტერმინალით ამანათის მისაღებად საჭიროა მასზე 10 ციფრიანი კოდის აკრეფვა, რომელიც მომხმარებელს რეისის ჩამოფრენის შემდეგ ეგზავნება;

- ტერმინალში ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა;

- მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი.

- მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში USA2GEORGIA არ არის პასუხისმგებელი;

- ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს.

- განსაბაჟებელი ამანათის მიღება ტერმინალის საშუალებით არ ხდება;

ჩვენი მომსახურების ძირითადი ხიბლი ის არის, რომ თქვენ გეძლევათ მისამართი საკუთარი ვირტუალური ოთახის ნომრით ამერიკაში. ეს მისამართი, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიუთითოთ ონლაინ მაღაზიებში ყიდვისას. ამერიკაში არსებული მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებიც ამერიკაში გზავნიან ნავაჭრს, ასე რომ, ჩვენი საფოსტო სერვისი სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.


ხშირად მომხმარებელი გვეკითხება რა დაჯდება ამა თუ იმ ნივთის ჩამოტანა და გვიგზავნის პროდუქციის ლინკს.

სამწუხაროდ, ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულების დადგენა ამგვარი მეთოდით ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან პროდუქციის ლინკი და ინტერნეტ გვერდი როგორც წესი არ იძლევა სრულ ინფორმაციას ამანათის წონაზე შეფუთვის ჩათვლით, რაც აუცილებელია ღირებულების ზუსტი გამოთვლისთვის.

ამერიკიდან ამანათები კვირაში 5-ჯერ იგზავნება - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ამანათის ჩამოსვლის ვადა გამოგზავნიდან საშუალოდ 1 კვირაა. ჩამოსვლის შემდეგ, მიიღებთ შეტყობინებას და ტრანსპორტირების ინვოისს.

რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი საფოსტო მისამართი ამერიკაში. როდესაც ონლაინ მაღაზიებში რაიმეს შეიძენთ, სწორედ ამ მისამართს მიუთითებთ. მაგალითად:

FULL NAME: SAXELI GVARI
ADDRESS 1: 8 McCullough dr
ADDRESS 2: UXXXXX,  (სადაც UXXXXX თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომერია)
CITY: New Castle
STATE: DE (Delaware)
ZIP: 19726
USA

თუ მაღაზიაში ტელეფონის ნომერს ითხოვენ, მიუთითეთ ჩვენი ტელეფონი: 1–866-411-9401.
შეგიძლიათ, იგივე მონაცემები მიუთითოთ ბილინგ მისამართშიც.

ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $8 აშშ დოლარს 1კგ–ზე, გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. 

2019 წლის 10 ივნისიდან, თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება 20 კილოგრამს, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.

წონა მრგვალდება 100 გრამიანი სიზუსტით.

წონის დამრგვალება იწყება პირველი 100 გრამიდან. 

თუ თქვენ მუდმივად გსურთ ფილიალიდან ამანათების მიღება, გთხოვთ მონიშნოთ შესაბამისი ფილიალი ამანათების მართვის გვერდზე პროფაილის განყოფილებაში, ფილიალის პარამეტრები:

ფილიალში ავტომატური გადამისამართების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ამანათების მართვის გვერდზე კონკრეტული რეისისთვის გამორთოთ ან ჩართოთ ფილიალის მოსანიშნი და შესაბამისად მიიღოთ ამანათი ან სათაო ოფისში ან ფილიალში. იხილეთ სურათი:

ფილიალის მუშაობის ზოგადი პირობები

  • ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე;
  • ცალკეულ რეისზე ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).

წერილებისა და დოკუმენტრების გამოგზავნა შეიძლება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, რომ ისინი თბილისში ჩამოვა. სამწუხაროდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წერილებისა და ჟურნალების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მომხმარებლები უარს ამბობდნენ თანხის გადახდაზე და მათ გატანაზე, რაც კომპანიისთვის რეალურად ზარალია. რადგან ამერიკასი უამრავი სარეკლამო ხასიათის წეილი, ჟურნალი და კატალოგი შემოდის, მათი გადაყრა ამერიკაშივე გვიწევს.