თუ USA2GEORGIA-ს მომხმარებელი ხართ და თქვენი გზავნილები არ ეტევა ლოქერის ერთ უჯრაში, ისინი განთავსდება თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ USA2GEORGIA-ს ფილიალში.

USA2GEORGIA-ს მომხმარებლების გზავნილები ლოქერში განთავსდება 48 საათით. ვადაგადაცილების შემთხვევაში, გზავნილი დაბრუნდება მომხმარებლის მიერ USA2GEORGIA-ს წინასწარ არჩეულ ფილიალში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთვევაში ლოქერში განთავსების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება.

ვადა მითითებულია SMS-ში და აპლიკაციაში, რომელიც თქვენ გამოგეგზავნათ. როგორც წესი, USA2GEORGIA-ს მომხმარებელს ლოქერიდან გზავნილის გასატანად 48 საათი აქვს.

გზავნილის ლოქერიდან გატანა ფასიანია. USA2GEORGIA-ს მომხმარებლებისთვის სერვისის ღირებულება 2 ლარით განისაზღვრება და გზავნილი ლოქერში 48 საათით განთავსდება.

რეგისტრაციის დროს, ლოქერის და USA2GEORGIA-ს ექაუნთების დაკავშირება აუცილებელია. ეს კი ძალიან მარტივად შესასრულებელია.

შედით USA2GEORGIA-ს ექაუნთში, ამანათების მართვის გვერდზე, განყოფილებაში - პარამეტრები. გადადით კატეგორიაში - "ლოქერები", სადაც გამოჩნდება შეტყობინება, რომ თქვენი ექაუნთი არ არის დაკავშირებული ლოქერის ექაუნთთან. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "დაკავშირება". გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ლოქერის ელ-ფოსტით და პაროლით შეხვალთ.

ამგვარად, USA2GEORGIA-ს და LOCKER.GE-ს დაკავშირება დასრულებულია.