Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > გადახდა, გადახდის პირობები

ჩეკის ან სხვა რაიმე საბუთის მოტანა არ არის საჭირო. ჩვენთან თანხის მიღების და ამანათების დარიგების პროცესი ავტომატურია. გადახდილ თანხებზე ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა საწყობს, საიდანაც ხდება კურიერების გასვლა და ამანათების დარიგება.

თუ თქვენ არ გსურთ დაელოდოთ კურიერს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში გაჩნდა ახალი ფუნქცია - ბალანსის შევსება.
ტრადიციულ - ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე შეგიძლიათ USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც.
ინსტრუქცია მარტივია: ამანათების მართვის პანელში, დააჭირეთ ბალანსის შევსებას და მიყევით ინსტრუქციას. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი: მომენტალური გადახდები -TBCPAY, PAYBOX, OSMP ასევე VISA/Master Card და საბანკო გადარიცხვა.

ბალანსის შევსების შემდეგ თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე USA2GEORGIA-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.

მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბალანსზე თანხა საკმარისი არ არის ინვოისის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.

გთხოვთ გაითვალიწინოთ გადახდის საკომისიო რომელიც იქვე არის მითითებული გადახდის საშუალებებთან.

არა, ჩვენი ფასი მოიცავს მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას. თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, იგი ჩვეულებრივ უნდა განბაჟდეს გამარტივებული საბაჟო პროცედურების გავლით.

ხარჯებს დაემატება შემდეგი ხარჯები: საბაჟო ~ ღირებულების 18%, დოკუმენტაციის მომზადება  12 ლარი

დამატებითი შეკითხვებით საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან ელ–ფოსტის საშუალებით sales@usa2georgia.com

თუ ფიქრობთ, რომ შესამოწმებელია ამანათის წონა, მობრძანდით ოფისში, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამანათი თქვენს თვალწინ შემოწმდება. თუ რაიმე ტექნიკური მიზეზით მოხდა თანხის არასწორად გამოწერა, რა თქმა უნდა ჩვენ შევასწორებთ ინვოისს და ახალს ამოგიბეჭდავთ. თუ თანხა უკვე გადახდილი გექნებათ ამ მომენტისთვის, შეგვიძლია ის კრედიტის სახით ბალანსზე დაგისვათ ან გადმოგირიცხოთ თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე. 

ბალანსის შევსება 2009 წლის 23 ოქტომბრიდან მოქმედებს სისტემაში. ის ეფუძნება ჩვეულებრივი მობილური ოპერატორის ბალანსის შევსების პრინციპს.

ბალანსის შევსების რამოდენიმე გზა არსებობს:

1. ბანკში, კომუნალური გადახდის მეშვეობით. საჭიროა მხოლოდ თქვენი ხუთ ნიშნა U ნომრის მითითება

2. პლასტიკური ბარათებით Visa/Master პირდაპირ ვებ-გვერდიდან

3. მომენტალური გადახდების აპარატებით TBCPAY და PAYBOX

ახლო მომავალში დაემატება ბალანსის შევსების სხვა მეთოდებიც.

ტრანსპორტირების ინვოისს მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ამანათის საქართველოში ჩამოსვლის თანავე. 

ასევე შეგიძლიათ ინვოისის ნახვა ამანათების მართვის პანელში და მოახდინოთ გადახდა სასურველი გადახდის მეთოდით.

ამანათის გადმოგზავნა საქართველოში არ შეყოვნდება იმის მიუხედავად გადაიხდით, თუ არა ტრანსპორტირების ღირებულებას.

 კურიერი ამანათს მოგართმევთ თქვენს მისამართზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენთ თანხის გადახდას დადგენილ საკურიერო დღემდე.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ წინასწარ შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას სისტემა ავტომატურად მოახდენს ბალანსიდან თანხის ჩამოჭრას და გადახდას.

ჯერჯერობით არა და ვფიქრობთ ამის აუცილებლობა არც არის, რადგან მიღებული ინვოისის საფუძველზე თქვენ მარტივად შეგიძლიათ თანხა შეიტანოთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, ასევე შეგეძლებათ ისარგებლოთ მომენტალური გადახდის სისტემებით TBCPAY OSMP და PAYBOX.
ასევე შეგიძლიათ პლასტიკური ბარათით ბალანსის შევსება USA2GEORGIA-ს საიტიდან.
რათქმაუნდა შეგიძლიათ, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ჩვენი ანგარიში თი–ბი–სი ბანკშია, სხვა ბანკიდან კი ჩარიცხვას შესაძლოა 1 ან 2 დღეც კი დაჭირდეს, ეს სავარაუდოთ დააყოვნებს ჩვენთან ინფორმაციის მოსვლას და შესაბამისად დარიგებას.

წონის დამრგვალება
0.1კგ -მდე წონის ამანათები დამრგვალდება 0.1კგ-მდე

0.1კგ -ის შემდეგ დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.