Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > ამანათების მართვის პანელი

ეს გვერდი მზადების პროცესშია...

პარამეტრების განყოფილებაში შეგიძლიათ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაციისა და პაროლის შეცვლა, ასევე შეტყობინებების მიღების კონტროლი.

თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ სიახლეები კომპანიის სერვისების შესახებ, შეგიძლიათ, გააუქმოთ შესაბამისი მონიშვნა შეტყობინებების მართვის გვერდზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  სახელი და გვარის შეცვლის მიუხედავად, ამანათის მისაღებად საჭირო იქნება ამანათზე ფიზიკურად არსებული პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თუ თქვენ გსურთ ამანათი თავად გაიტანოთ, გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისად "მოვაკითხავ ოფისში" პარამეტრი.

მობილურის ბალანსის შევსების მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ბალანსი USA2GEORGIA-ში, შემდეგ კი გამოიყენოთ ის ინვოისების გადასახდელად. იხილეთ ბალანსის შევსება ამანათების მართვის პანელში.

ბალანსზე შეტანილი თანხები დაფიქსირდება ტრანზაქციების განყოფილებაში ჩარიცხვის სახით, ხოლო გადახდილი ინვოისები გადახდის სახით. იქვე მითითებულია ტრანზაქციის ღირებულება, რაც სხვადასხვა გადახდის საშუალებებს გააჩნიათ.

ტრანზაქციის დაფიქსირება ხდება მომენტალურად.

საბაჟოზე ამერიკასა და საქართველოში აუცილებელი გახდა პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა თავის ფასებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად გააიოლებს საბაჟო პროცედურებს და ამანათების სწრაფად მიღებას. ამის გამო, სისტემას დავამატეთ პროდუქციის დასახელების, ფასის და გამომგზავნის მითითების ფუნქცია, რასაც ასევე დეკლარირებას ვუწოდებთ.

დეკლარაცია ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მიუთითეთ გამომგზავნი მაღაზია, შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ პროდუქციის ზოგადი კატეგორია, მაგ.: ტანხსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრო მოწყობილობები, ხოლო თუ თქვენი პროდუქციის ზუსტი კატეგორია ვერ მონახეთ, უბრალოდ მიუთითეთ "სხვადასხვა მზა ნაწარმი". ბოლოს ჩაწერეთ ფასი და დაიმახსოვრეთ.

დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე თრექინგ კოდის დამატებით, ასევე რეისის გამოგზავნიდან 3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დეკლარირების ფუნქცია იბლოკება. დეკლარირების საშუალება კვლავ მოგეცემათ რეისის ჩამოსვლის შემდეგ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში დაგვიანებისას ამანათების მიღება დეკლარირებიდან 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ. 

აღნიშნული 3 დღიანი ვადის გადაცილების შემდეგ ამანათს ვეღარ მიიღებთ, მიუხედავად იმისა დაადეკლარირებთ თუ არა მას ამანათების მართვის გვერდზე.

ამანათის ჩამოსვლიდან 7 დღის შემდეგ, დაუდეკლარირებელი ამანათები გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებთ.

თუ გამომგზავნ მაღაზიებში თქვენი მაღაზია ვერ მონახეთ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@usa2georgia.com მაღაზიის მისამართი და აუცილებლად დავამატებთ სიაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე დღგ-ს 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს

პირველ რიგში, დაამატეთ თქვენი თრექინგ კოდი მისაღები ამანათების განყოფილებაში, ამანათების მართვის პანელში. 
ზოგადად კი ამერიკაში, ჩვენს საწყობში, საფოსტო კომპანიებს საშუალოდ დღეში 2 ჯერ შემოაქვთ ტვირთები, თუმცა მათი რაოდენობა მაინც ძალზედ დიდია ხოლმე. ზოგჯერ საჭიროა რამოდენიმე საათი, რათა ამანათები დახარისხდეს და შესაბამისად აღმოჩნდეს მონაცემთა ბაზაში. როგორც წესი, ეს პროცესი 1 სამუშაო დღეზე მეტს არ მოითხოვს.

ამერიკაში თქვენს მისამართზე ამანათის მიღებისას თქვენ გამოგეგზავნებათ წერილი ელ–ფოსტაზე. შეტყობინებები მოდის ამანათის ტრანსპორტირების ეტაპებზეც საქართველომდე, ასევე კურიერის მიერ ამანათის გატანის და მიტანის ეტაპზეც.

შეტყობინების მიღება ამერიკაში ამანათის მიღების და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ SMS-ით. ამისათვის პარამეტრების განყოფილებაში -> შეტყობინებების მართვა, უნდა გააქტიუროთ შესაბამისი სერვისი

 

ეს ძალზედ მარტივია. ამანათების მართვის პანელში თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ ამანათის თრექინგ კოდი. ამ კოდს ასევე შიდა ავია ზედდებულის ნომერს ეძახიან. ამერიკაში HAWB ანუ "House Air Way Bill". ეს კოდი ელ–ფოსტის  სახით გეგზავნებათ. მისი შემოწმება შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან. ამ ინფორმაციის მიხედვით თვალყურს ადევნებთ, თუ სად იმყოფება ამანათი და როდის ჩამოვიდა.

როგორც წესი, რეისის ჩამოფრენიდან 1 სამუშაო დღეში ხდება ამანათის სორტირება და გაცემა, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამანათის მოწოდება შესაძლოა ვერ მოხერხდეს მისი ჩამოსვლის დღესვე, ეს შეიძლება დღე–ღამის და სამუშაო საათებზე იყოს დამოკიდებული.

ჩვენი სისტემა ძალზედ მარტივი და მოსახერხებელია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ ამანათების მართვის პანელში, ნახოთ თუ რა ამანათები მიიღეთ ამერიკაში და იქვე დაამატოთ თრექინგ კოდები იმ ამანათების რომელსაც ელოდებით მაღაზიებიდან. თრექინგ კოდების დამატების პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს ამანათის იდენტიფიცირება.

ამანათის ჩამოსვლისას შეგიძლით ნახოთ ტრანსპორტირების ინვოისი, გადაიხადოთ თანხა და შეამოწმოთ ამანათის თრექინგ ნომერი.

დიახ, შეიძლება. რეოდესაც ამანათი შემოვა თქვენს მისამართზე ამერიკაში, მიიღებთ შეტყობინებას ელ-ფოსტის სახით, ასევე ამანათი აისახება ჩვენს ვებ-გვერდზე – ამანათების მართვის პანელში, სადაც ნახავთ ამანათის თრექინგ კოდს.