Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > ონლაინ მაღაზიებში ყიდვა
შეგიძლიათ ჩვეულებრივ მიუთითოთ რასაც გთავაზობთ ამაზონი, პრობლემა არ არის.

ზოგჯერ ონლაინ მაღაზიებში ყიდვისას, მაღაზია აფორმებს შეკვეთას, ახდენს თანხის ბლოკირებას პლასტიკურ ბარათზე მაგრამ არ გზავნის პროდუქციას. ამის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • მაღაზია იღებს მხოლოდ ამერიკულ პლასტიკურ ბარათს
  • მაღაზია გზავნის მხოლოდ იმ მისამართზე რომელიც რეგისტრირებულია პლასტიკურ ბარათზე (მაღაზია რეკავს ბანკში და ამოწმებს თუ რა მისამართზეა პლასტიკური ბარათი გაცემული),
  • მაღაზია ვერ ახდენს კლიენტთან დაკავშირებას.

ასეთ შემთხვევებში ხშირია მაღაზიის მიერ პლასტიკურ ბარათზე თანხის დაბლოკვა გარკვეული დროით, რაც საბანკო ამონაწერში გამოიყურება როგორც 'ჩამოჭრილი თანხა'.

არსებობს 2 გამოსავალი რომელიც ბოლომდე მაინც არ იძლევა გარანტიას რომ მაღაზია გამოგზავნის თქვენს მიერ ნაყიდ პროდუქციას:

1. დაუკავშირდეთ მათ, გადაუგზავნოთ თქვენი მონაცემები. შეიძლება მოითხოვონ პლასტიკური ბარათის დასკანერება და გადაგზავნა;
2. დაუკავშირდეთ ბანკს და სთხოვოთ თქვენი ამერიკული მისამართი დაამატონ პლასტიკური ბარათის მისამართში. ყველა ბარათზე არის შესაძლებელია ალტერნატიული მისამართის დამატება ე.წ. "დამატებითი" ან 'ADDITIONAL INFO..." გრაფაში. ამაზე უმჯობესი იქნება ბანკთან გაიაროთ კონსულტაცია რადგან ყველა ბანკს თავისებური სპეციფიკა აქვს.

სამწუხაროდ ზემოთ აღნიშნული ბლოკირების მოხსნა ან გაუქმება ჩვენ არ შეგვიძლია, ასევე ჩვენ ვერ დაგეხმარებით შეჩერებული შეკვეთის გაფორმებაში, რადგან ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ შეკვეთაში და წარმოვადგენთ მხოლოდ გადამზიდავ კომპანიას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამერიკის საწყობში შემოსული პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოში. თვითონ პროდუქციის შეძენა ჩვენი პრეროგატივა არ არის და არც მაღაზია მიიღებს ჩვენგან რაიმე ტიპის განმარტებებს ან ინფორმაციას რადგან მესამე მხარე ვართ.


ეს დამოკიდებულია მაღაზიაზე და გამოგზავნის სისწრაფეზე. სტანდატულად მაღაზიები 5–7 დღიანი ფოსტით აგზავნიან. იშვიათად შეიძლება ამანათი 10 დღე მიდიოდეს. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მაღაზიები ზოგჯერ 1–3 სამუშაო დღის განმავლობაში ახდენენ შეკვეთის დამუშავებას და მხოლოდ ამის შემდეგ აგზავნიან ამანათს.

ონლაინ მაღაზიებში როგორც წესი არის 1,2,3,5,7 დღიანი საფოსტო სერვისი. ამანათიც იმის მიხედვით გამოიგზავნება თუ რომელ საფოსტო სერვისს აირჩევთ.

შეგიძლიათ ჩვენი ტელეფონი მიუთითოთ: 1–866-411-9401, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვალდებულებას არ ვიღებთ მაღაზიასთან მოლაპარაკებების გამართვის, ასევე გარანტირებული არ არის რომ ტელეფონს 24 საათის განმავლობაში ვინმე უპასუხებს, თუმცა მაღაზიები როგორც წესი ჩვეულებრივად მიიღებენ მითითებულ ტელეფონის ნომერს იმ შემთხვევაშიც კი თუკი მასზე დარეკავენ და არავინ უპასუხებს.

არა, რა თქმა უნდა. თქვენი მისამართი ამერიკაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში. ცხადია, ყველა მაღაზიას თავის სპეციფიკა და წესები შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ზოგიერთი მათგანი არ მიიღებს საქართველოში დამზადებულ პლასტიკურ ბარათს, ან უარს გეტყვით ტრანზაქციის შესრულებაზე.

აგრეთვე იხილეთ პასუხი შეკითხვაზე "როგორ შევიძინო პროდუქცია ინტერნეტით"

ასევე იხილეთ ჩვენი ფასდაკლებების და კუპონების ვებ-გვერდი: shop.usa2georgia.com

როდესაც ონლაინ მაღაზიაში ყიდულობთ რამოდენიმე პროდუქტს, ხშირად მაღაზიები ვერ ახერხებენ მათი ერთიანად გამოგზავნის ორგანიზებას და პროდუქტებს ნაწილ–ნაწილ გზავნიან. რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია გაქვთ შეკვეთილი, შემოსულ ამანათებს უბრალოდ დავაფიქსირებთ თრექინგ კოდების მიხედვით.