Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > დაზღვევა, განბაჟება
წინასწარი დეკლარირების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია შემოგთავაზოთ ისეთი მოქნილი და მოხერხებული სერვისი, როგორიცაა დისტანციური განბაჟება.

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.
ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4).

აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში "ჩამოსულია" დააჭიროთ "დისტანციური განბაჟების" ღილაკს.

განსაბაჟებელი ამანათის ჩაბარება ხდება მხოლოდ ამანათის მფლობელთან მისი ორიგინალი პირადობის მოწმობის საფუძველზე.
თუ მაღაზიის მიერ მოწოდებული თრექინგ კოდი შეამოწმეთ და ამანათი არ მოდის ან კვლავ გზაშია, უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდით თვითონ გამომგზავნს და გადაამოწმეთ თრექინგ კოდი. სცადეთ, მიიღოთ დამატებითი დეტალები – მაგ: გამოგზავნის ზუსტი თარიღი და ა.შ.

არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევები, როდესაც გამოგზავნილი ამანათი იკარგება ამერიკის ტერიტორიაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნისას ყველა ამანათს აქვს თრექინგ კოდი, რასაც მაღაზია მიანიჭებს ამანათს. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზე ჩვენი დაზღვევის სერვისი არ ვრცელდება.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალის ანაზღაურება, ან ხელახლა გამოგზავნოს ამანათი. 

იხილეთ ამონარიდი ხელშეკრულებიდან:

8. უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება - პასუხისმგებლობა ამანათზე, პროდუქციის ღირებულების მიხედვით.

8.1. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

8.2. მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა ამანათების მართვის პანელში გაკეთდეს შესაბამისი დამატებითი უსაფრთხოების მონიშვნა თრექინგ კოდის გასწვრივ. მონიშვნა ან გაუქმება არ იმოქმედებს ამანათებზე, რომლებზეც ტრანსპორტირების ინვოისი უკვე გამოწერილია.

8.3. ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში.

8.4. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის დაზიანებაზე შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა USA2GEORGIA- მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი, თუმცა მსგავსი ტიპის ამანათების დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია სრულად დაფარავს მიყენებულ ზარალს, რაც პროდუქციისა და ტრანსპორტირების ღირებულებით განისაზღვრება.

8.5. დამატებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 1%-. მისი გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად.

8.6. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე:  (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ..), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და .. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს USA2GEORGIA- მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

8.7. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითჲთებულ თანხას.

8.8. ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

8.9. ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ხდება.

8.10. თუ მომხმარებელი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით წინასწარ ამანათის ჩამოსვლამდე (ან სატრანსპორტო ინვოისის გამოწერამდე), $500 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციაზე უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება გააქტიურდება ავტომატურად.

8.11. გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამანათის თრექინგ კოდს დაამატებს მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავს უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის USA2GEORGIA- ამერიკულ მისამართზე მისვლამდე. მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის (Delivered) დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან, მაგ.: USPS, UPS, FEDEX და ..

8.12. USA2GEORGIA უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელმოწერის დამადასტურებელი გრაფიკული დოკუმენტი .. "Signature" (შესრულებული ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე რეალური ხელის მოწერის სახით) რაც ამერიკაში საფოსტო კომპანიის მიერ (მაგ.: UPS, Fedex, USPS) ამანათის ჩაბარებისას იქმნება და ინახება საფოსტო კომპანიის ბაზაში. აღნიშნული ხელმოწერის დოკუმენტის გარეშე, ზარალის ანაზღაურება არ ხდება.

პირველ რიგში, ნახეთ ამანათში არსებული შეკვეთის ფურცელი "ორდერი", სადაც აღწერილია, თუ რა შეიძინეთ და რა გამოიგზავნა მაღაზიიდან. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ მაღაზიას გამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქცია და ვერ აგზავნის, ასეთ შემთხვევებში ფურცელზე წერია ხოლმე "Backorder", "B", ან რაიმე სხვა აღმნიშვნელი სიმბოლო.

გადაამოწმეთ ასევე ბარათზე ჩამოჭრილი თანხა და შეადარეთ ფურცელს, შემდეგ კი ონლაინ შეკვეთის დეტალებს.

თუ მაღაზიამ პროდუქცია არ გამოგზავნა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, რა თქმა უნდა ის ვერც მოხვდებოდა ამანათში, მიუხედავად იმისა, თქვენ ის დაამატეთ, თუ არა კალათს ყიდვისას.

თუ გსურთ კონსულტაცია და დახმარება ამ თემაზე, ან თუ შენიშნეთ მსგავსი ფაქტი თქვენს ამანათთან დაკავშირებით, გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში და თან იქონიოთ ამანათი თავდაპირველი შეფუთვით და "ორდერის" ფურცლით.

საგადასახადო კოდექსში ცვილების შემდეგ, 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის მიღება ექვემდებარება განბაჟებას. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუკცია და ასევე ამანათი რომლის წონაც აღემატება 30კგ.


ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან:

საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ფიზიკური პირის მიერ:

 ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;


ინფორმაციისთვის, 28–97 ჯგუფები ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციას, გარდა საკვებისა. დეტალები სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფების შესახებ, იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=5220 

USA2GEORGIA 2009 წლიდან ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. სატრანსპორტო სერვისების ფართო სპექტრიდან აღსანიშნავია ლოჯისტიკის სერვისი, ტვირთების წამოღება მითითებული მისამართიდან, ტვირთების შეგროვება, გადალაგება, დაჯგუფება, ერთიანი ინვოისით გადმოგზავნა საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

კომპანია აკრედიტებულია TSA-ის მიერ (სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია). ტერიტორია დაცულია მათი წესების და მოთხოვნების შესაბამისად.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში, გააფორმოთ ხელშეკრულება და მიიღოთ სხვა დამატებით შეკითხვებზე პასუხი.

აგრეთვე იხილეთ გვერდი: ჩვენს შესახებ

გამარტივებული საბაჟო პროცედურების შემდეგ, ამანათის განბაჟება კომფორტული გახდა. იხილეთ სტატია
ეს ნიშნავს, რომ ამანათი რომელიც ექვემდებარება განბაჟებას - ანუ მასში არის 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, საბაჟოდან გადმოვა ჩვენს ოფისში, ჩვენ დაგიბეჭდავთ ყველა საჭირო დოკუმენტს და გაგატანთ ამანათს. საბაჟო გადასახადის გადახდა კი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს შეადგენს.
ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი რომლის მიღებაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში კოსტავას #68.
2011 წლის 1 მარტიდან აღნიშნული მომსახურება ფასიანია და შეადგენს 12 ლარს, რომელიც ტრანსპორტირების ინვოისში იქნება ასახული.
ასევე შესაძლებელია ტვირთის დისტანციურად განბაჟება. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია


წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ეს პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს თქვენი ამანათის მიღება საქართველოში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.