Knowledgebase : ხშირად დასმული კითხვები > უცნაური კითხვები

სამწუხაროდ 1 დღეში ვერ ჩამოგვაქვს ამერიკიდან და ვერც 2 დღეში.

რეისები იგზავნება ამანათის მიღებიდან მომდევნო დღეს. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობაა 7-10 დღე.

იგულისხმებოდა, რომ მუსიკალური MP3 ფლეიერი "აიპოდი" გაგვეხსნა, ასევე ფეხსაცმელი ამოგვეღო სხვა მეორე ამანათიდან და ფლეიერი შიგ ჩაგვედო – სავარაუდოთ მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით.

ჩვენთვის უცნობია თუ რა გამოცდილება აქვს კლიენტს სხვა საფოსტო კომპანიებთან წარსულში, თუმცა ერთი ფაქტია – უამრავი მომხმარებელი მოდის და კითხულობს ისეთ რამეს, რაც მართლაც წარმოუდგენელი და არასწორია.

1. ჩვენ არ ვხსნით პროდუქციის ყუთებს. არ ვეხებით პროდუქციას.
2. ჩვენ არ ვაჯგუფებთ რამოდენიმე ამანათს ერთად.
3. ჩვენს მიერ გამოგზავნილი ყველა ამანათი დაზღვეულია ამანათის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.

ფეიბოქსის ზედმეტსახელია ტოიბოქსი :) ალბათ...

შეგახსენებთ, რომ თანხის გადახდა ასევე შესაძლებელია ქინდერით.

ხოლო ამანათს სპაიდერმენი ან ბეტმენი მოგართმევთ, გთხოვთ დაელოდოთ 

მაინტერესებს ჩემი თრექინგ კოდი როდის გადაიქცევა ამანათად?

პასუხი:  ის უკვე გადაქცეულია და გამოგზავნილია საქართველოში

სავარაუდოთ იგულისხმება პროდუქცია რომელიც ე.წ. 'სექს შოფებში' იყიდება.

ამგვარი პროდუქციის გამოგზავნა შესაძლებელია, გთხოვთ იხილოთ პროდუქციის ჩამონათვალი რომლის ტრანსპორტირებაც შეზღუდულია ჩვენი საფოსტო სერვისით.
კითხვა მაქვს ტავარის შესახებ, ნოკია N8 ორიგინალია თუ ჩინური?

პასუხი: გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით, სამწუხაროდ პასუხი ამ ტავარის შესახებ არ გვაქვს :)

მისამართის მდელო – ალბათ მომხმარებელმა მისამართის ველი იგულისხმა.

მისამართის ველში იწერება ის მისამართი რომელზეც კურიერმა უნდა მოიტანოს ამანათი.

მსგავს კითხვაზე შესაბამისად ასეთი პასუხი გვექნება:

გმადლობთ რომ დაგვიკავშირდით,

სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, ტვირთის საექსპედიციო მომსახურება განისაზღვრება გადაფუთვის, დაზღვევის და ლოჯისტიკის უზრუნველყოფით.

ამავე მუხლის მიხედვით, ექსპედიტორს ანუ გადამზიდავ კომპანიას აქვს უფლება მოახდინოს ტვირთის გადაფუთვა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. თქვენს შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია უფასო იქნება. 

ტრანსპორტირების ღირებულების დასაანგარიშებლად საჭიროა რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინება. სიგრძე X სიმაღლე X სიგანე / 6000. მიღებული წონა უნდა გაამრავლოთ $8-ზე.

საექსპედიციო მომსახურების ღირებულების გადახდა, კოსმოსურ მფრინავ ობიექტზე ტვირტის განთავსების და საჰაერო კოსმო-ზედდებულის გამოწერის შემდეგ მოხდება. 

თანხის გადახდა შეგიძლიათ TBCPAY და PAYBOX-ს სწრაფი გადახდის აპარატებში შემდეგი ფილიალებიდან:
თბილისი - მიცკევიჩის ქ. 14
მარსი - გორგასლის ქვაბული #17
მთვარე - მე-9 კოლონია, ბლოკი A
აგრეთვე ორიონის ნისლეულში გაბნეულ ნებისმიერ პლანეტაზე.

გისურვებთ წარმატებებს :)

"ტრეინინგ კოდი" არასწორია. სწორია "თრექინგ კოდი" ანუ Tracking Code.

ეს არის კოდი, რომელსაც საფოსტო კომპანია ამანათს ანიჭებს, რათა მარტივად მოხდეს ამანათის მარშუტის და მიტანის სტატუსის შემოწმება.
უკაცრავად U0101... ოთახის ნომერი სად არის? 
თანხა მაქვს გადასახდელი ...

იგულისხმება ქაღალდები, რომელიც ზოგჯერ ფეხსაცმელს სპეციალურად უდევს ფორმის შენარჩუნების ან რაიმე სხვა მიზნით.

თუ მომხმარებელს მართლაც სურს, ამის გაკეთება შეგვიძლია. ამოვიღებთ ქაღალდებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს წონის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირებაზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

სუფთა – იგულისხმება ამანათში არსებული პროდუქციის წონა. რათქმაუნდა პასუხია არა.

ტრანსპორტირების ღირებულების დასათვლელად საჭიროა ამანათის მთლიანი წონის გათვალისწინება. ამასთან თუ ამანათის მოცულობა დიდია, საჭიროა მისი მოცულობითი წონის გამოთვლა. დამატებით იხილეთ სტატია: https://support.usa2georgia.com/index.php?/Knowledgebase/Article/View/11/2/