საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო დღეების განმავლობაში.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ რეგიონალური საკურიერო სერვისით, ჩამოსული ამანათების განყოფილებიდან გააკეთეთ მოთხოვნა - "გამომიგზავნე ამანათები" ღილაკზე დაჭერით. შესაბამისად ამანათები გაიგზავნება იმ ქალაქში, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში.
გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი მისამართი ღილაკზე დაჭერამდე.
15:00 - მდე მოთხოვნილი ამანათების მიღება შეგიძლიათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო 15:00 -ის შემდეგ - მესამე სამუშაო დღეს.
შეგახსენებთ, რომ 15კგ-მდე ამანათების ტრანსპორტირება ნებისმიერ რეგიონში შეადგენს 10 ლარს, ამანათების რაოდენობის მიუხედავად. ყოველი მომდევნო 15კგ-ის ტრანსპორტირება ასევე დამატებით შეადგენს 10 ლარს.
ამანათების მოთხოვნამდე საჭიროა გადასახდელი ინვოისების გადახდა და ანგარიშზე რეგიონალური საკურიერო ღირებულების ჩარიცხვა ბალანსზე.